“აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან.”
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძეს “ფეისბუქში” დაწერა და აღნიშნულით ეპიდემიოლოგების მიმართ არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგებისა და სპეციალისტების მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გავრცელდა.
აღდგომის წინა დშეებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მიმართვას მეუფე იაკობი კრიტიკულად გამოეხმაურა. ბოდბელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სჯობს პაატა იმნაძემ ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს ქვეყანაში.
ასევე, 17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.