ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რაც კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების რისკს ზრდის.
გერმანიაში, მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რამაც აჩვენა, რომ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი იმ რეგიონებში ფიქსირდება, სადაც ჰაერი დაბინძურებულია.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მკვლევარებმა ამის შესახებ მონაცემები ანგარიშში ასახეს და მასში ნათქვამია, რომ ვირუსისგან უფრო მეტი ადამიანი იმ რეგიონებში იღუპება, სადაც ჰაერი დაბინძურებულია.
მეცნიერებმა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების დახმარებით დაბინძურებული ჰაერისა და იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში “კოვიდ-19“-ით დაღუპულთა მონაცემების შედარებითი ანალიზი გააკეთა.
როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსს მეტი ადამიანი ემსხვერპლა იმ რეგიონებში, სადაც ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი მეტია. მაგალითისთვის – იტალიის ჩრდილოეთი, მადრიდი ან უხანი.
მეცნიერების თქმით, ჩამოთვლილ რეგიონებში დაბინძურებულმა ჰაერმა ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა და შესაბამისად, ვირუსსმეტი მსხვერპლი მოჰყვა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დიოქსიდის აზოტით დაბინძურებული ჰაერი ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. ცნობილია, რომ დიოქსიდის აზოტით დაბინძურებული ჰაერი რესპირატორული და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მიზეზი ხდება.

