ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთი და ჩინეთი ცრუ ინფორმაციასა და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით მოქმედი მედია ევროკავშირისა და მის სამეზობლოში ცრუ ინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ.
ხოლო, კონკრეტულად რა კონსპირაციულ თეორიებზეა საუბარი, ევროკავშირი დეტალურ ანგარიშს დღეს წარადგენს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის “ოფიციალური წყაროები და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია კოორდინირებულ კამპანიას ატარებენ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ“.
როგორც ევროკავშირის ექსპერტები ამბობენ, დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი “მცირე მედია ბაზრებია, როგორც ევროკავშირში, ისე მის გარეთ, სადაც ტექნოლოგიური კომპანიები ამ კამპანიის საწინააღმდეგო ზომებს არ იღებენ“.
ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ცრუ ინფორმაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახება.