ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული მოზარდებისა და ცხრა თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კვლავ 44 კოვიდინფიიცრებული პაციენტი იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო 14 მათგანს პნევმონია აღენიშნება.

ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხდაა.

“ჩვენთან ახალი შემთხვევები არ წევს. ამ ეტაპზე 44 კოვიდ დადებითი პაციენტი გვიწევს, აქედან ორი არის პრობლემური პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მაინც ჯერ პროგროზირება შეუძლებელია, დაკვირვებას საჭიროებენ. ამ 44-დან 14 მძიმე პნევმონიითაა, მაგრამ ეს პაციენტები მართვას ექვემდებარებიან და მათთან პროგრესირება არ გვაქვს“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ცნობით, მათთან 7 მოზარდი მკურნალობს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პაციენტი 9 თვის ჩვილია, რომელსაც ამ ეტაპზე ჩივილები არ აქვს.

“ცხრა თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს, ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა, ველოდებით ორი კვირის გასვლას, რომ მოზარდებთან განმეორებით დავიწყოთ ტესტირებაზე მონიტორინგი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ვირუსისგან გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ხოლო, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4779, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პირი.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

იტვირთბა....