aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩერნობილიდან რაიდიოაქტიური ღრუბელი სავარაუდოდ ევროპამდე მიაღწევს” – საერთაშორისო ორგანიზაცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უკრაინის თავზე რადიოაქტიური ღრუბელი წარმოიქმნა, რომელმაც შესაძლოა, ევროპასაც მიაღწიოს” – ამის შესახებ, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ექიმები ბირთვული ომის წინააღმდეგ“ განაცხადეს. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარს სერიოზულად მოეკიდნონ.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლა რადიაციის დონე დაბალია, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარი ახალ და უფრო დაბინძურებულ ზონებში გავრცელდება.

მათივე თქმით, უკრაინიდან მომავალმა ღრუბელმა უკვე მიაღწია ევროპის რამდენიმე სახელმწიფომდე, სადაც დაფიქსირდა რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის მომატებული დონე.

თუმცა უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, კიევში და კიევის ოლქში, ისევე როგორც ჩერნობილის აკრძალულ ზონაშიც, რადიაციული ფონი ნორმაშია.

შეგახსენებთ, რომ ჩერნობილში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეებმა რამდენიმე კერის ლიკვიდაცია და ლოკალიზება შეძლეს. თუმცა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

იტვირთბა....