იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ახალი ტიპის კოორნავირუსის ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად ნიზრდება, დღეიდან რამდენიმე ევროპული ქვეყანა ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს.
კერძოდ, გერმანიაში დამამთავრებელი კლასებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება. ასევე, გაიხსნება პატარა მაღაზიებიც.
გერმანიის გარდა, სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა პოლონეთსა და ნორვეგიაშიც. ამ ქვეყნებში ასევე, გაიხსნება პარკები და საბავშვო ბაღები.
შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავენ ჩეხეთსა და ალბანეთშიც. ლერძოდ, აქ გაიხსნება ღია ბაზრობები. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში 9 აპრილიდან სპეციალიზებული და სამშენებლო მასალების მაღაზიები უკვე გაიხსნა.
რაც შეეხება ესპანეთს, ქვეყანაში მომავალი კვირიდან ბავშვებს მცირე ხნით გარეთ გასვლის უფლება ექნებათ.
დაწესებული შეზრუდვები დანიამ უკვე ნაწილობრივ გააუქმა. ქვეყანაში 15 აპრილიდან სასწავლო პროცესი განახლდა.
ცნობისთვის, 11 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მატებას გამოიწვევს.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს მიაღწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.