„კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მატებას გამოიწვევს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, ევროპაში ვირუსის მხრივ ყველაზე ცხელი წერტილები, ევროპა და იტალია, კარანტინის პარალელურად სხვადასხვა შეზღუდვას აუქმებს.
ჟენევაში ვირტუალურ კონფერენციაზე საუბრისას ექიმმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიის შენელებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების გაუქმება ადრე არ მოხდეს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.