ჩეხეთსა და დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება.
ჩეხეთში 9 აპრილიდან სპეციალიზებული და სამშენებლო მასალების მაღაზიები გაიხსნება, ხოლო სხვა მაღაზიები მუშაობას აღდგომის შემდეგ დაიწყებენ.
რაც შეეხება დანია, აქ საბავშვო ბაღები და დაწყებითი საფეხურის სკოლები სწავლას 15 აპრილიდან განაახლებენ. დანარჩენი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 10 მაისიდან დაიწყება.
აღსანიშნავია რომ ჩეხეთში ვირუსით 4 828 დამიანია დაინფიცირებული, ხოლო დანიაში – 4 800.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 347 ათას 686 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 74 ათას 782 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 286 ათას 459 – გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლკობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.