“ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება, ჯერჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის 22-23 რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ ვამბობდით, რომ აპირილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.