ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდგინდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის პრესსამსახურის ცნობით, პაციენტებს მათი საავადმყოფოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 388 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 

86 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519.

იტვირთბა....