იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. წელს რიტუალს მომლოცველები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ვერ ესწრებიან.
მართლმადიდებელ მრევლს საშუალება აქვს, იერუსალიმში მიმდინარე პროცესიას ლაივრეჟიმში ადევნოს თვალი.
წმინდა ცეცხლს დღეს სპეცრეისით საქართველოშიც ჩამოაბრძანებენ – „აღსანიშნავია, რომ ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება. მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას ხვალ, 19 აპრილს აღნიშნავს.