ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ პაციენტთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 99 პაციენტია, აქედან 88 კი ინფიცირებული შემთხვევაა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება კლინიკიდან.

„რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, ამ ეტაპზე გვყავს ცხრა პაციენტი, აქედან ექვსი მართვით სუნთქვაზეა, სამი ნაზალურ სიმპაპზე. სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჰემოდინამიკის რღვევით არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ანალიზის ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ სავარაუდოდ ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა დასტურდება.  გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

ამასთან, დღეს საქართველომ კორეისგან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო.

იტვირთბა....