ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა” – მარინა ეზუგბაია

“17 აპრილის დილის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით,  ჯამში გამოჯანმრთელებულთა შორის 50 თბილისის ინფექციური კლინიკის პაციენტია.

„როგორც იცით, გუშინ დილას საქართველოში იყო „კოვიდ-19“-ის 370 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გვაქვს 385. ასევე დაგვემატა გამოჯანმრთელებულებიც – შვიდი გამოჯანმრთელებული. ჯამში იყო 77 და გახდა 84. ამ გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია. დადასტურებულ შემთხვევებშიც ჩვენ უკვე გადავაცილეთ 100-ზე მეტ პაციენტს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ახალ პაციენტთა ინფიცირების წყაროებს, მისი თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის.

„არ არის ცნობილი წყაროები. ძირითადად არის ის ძველი წყაროებიდან და პლიუს შიდა გავრცელებაა. ყველა ახალი შემთხვევის მოკვლევა უნდა მოხდეს და მოკვლევის შემდეგ შეიძლება, ლაპარაკი წყაროზე. ასე რომ, ყველა ახალ შემთხვევას, რამდენიმე დღე უნდა, რომ დავარქვათ სახელი, საიდან არის წყარო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

იტვირთბა....