ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აკრძალვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და შემდეგში სატელეფონო საუბრით გაირკვა…” – საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი გამკაცრებული რეგულაციები ეკლესიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ  შემდგომი სატელეფონო საუბრით გაირკვა, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

“16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობამ ახალი, გამკაცრებული რეგულაციები გამოუშვა, რომლის მიხედვითაც მსუბუქ ავტომობილებს მოძრაობა ეკრძალებათ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ასევე, დახურულ სივრცეში პირბადეების გამოყენება ვალდებულება გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იურიდიული პირებს საკმაოდ დიდი საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.

იტვირთბა....