ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვნახეთ კადრები, რომელიც შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო მისალმების, თუ დაჩოქების” – პრეზიდენტი

“ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია; ძალიან მეცოდებიან”- აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  “ოცნების” თვითაღიარებული პარლამენტის შეკრების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

“მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმების თუ დაჩოქების, სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს.

არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, მაგრამ ძალიან მალე, სწრაფად,  ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის.

თუ რამეს ვხედავთ ჩვენ ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. რომ ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ის ძველი დრო ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ  ძალიან მალე დადგება დრო, ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის-” ამბობს პრეზიდენტი

იტვირთბა....