მთავარი ციტატა

ბოლნისში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი სასულიერო პირია

“ბოლო 24 საათში 15 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, მათ შორის შემთხვევები უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოჯახის წევრებს. ასევე, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ერთი დადასტურებული ფაქტია მარნეულში, რომელსაც 10 დღის წინ, ტესტირებით უარყოფითი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ახლა დადებითი პასუხი მივიღეთ. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი სასულიერო პირია. ტაძარში, სადაც ის მსახურობდა, მრევლი არ არის, ისედაც გადაკეტილია ტერიტორია და ღვთისმსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს.”

შოთა რეხვიაშვილი – ვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

რეხვიაშვილმა ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. 

შეწგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მარნეულში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. მათგან 77 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....