ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წარდგენილი ბრალი ვაღიარე, ბოდიშს ვუხდი ყველას, თუ ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე”- გურამ დონაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე საპატიმროდან მის განთავისუფლებას ეხმიანება.

როგორც გურამ დონაემ განაცხადა, მან წარდგენილი ბრალი აღიარა, რაც საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.

ამასთან, დონაძემ ბოდიში მოუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი მოქმედებებით ზიანი მიადგა.

“წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ვცანი უდაოდ. ჩემი განცხადებისა და თხოვნის საფუძველზე, რომლითაც პროკურატურას მივმართე, საპროცესო შეთანხმება გამიფორმდა. სასჯელის სახით წელიწადი და 9 თვე განმესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლითა და 3 თვის ვადით ამეკრძალა. 1 წლისა და 4 თვის გასვლის შემდეგ, ამნისტია შემეხო, რომელიც 2012 წელს გამოცხადდა. გავიაზრე ჩემ მიერ განხორციელებული ქმედების შინაარსი და ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი, ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე,”- განაცხადა გურამ დონაძემ “ინტერპრესნიუსთან”.

ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

2018 წლის დეკემბერში, ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

 

იტვირთბა....