კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვვეა დაფიქსირდა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. კორონავირუსი 30-წლამდე ადგილობრივ მაცხოვრებელს დაუდასტურდა.
ინფიცირებულის კონტაქტები უკვე გამოიკვლიეს და ისინი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. დაინფიცირებულ მოქალაქესთან 8 კონტაქტი გამოიკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი მისი ოჯახის წევრია.
ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. საქართველოს მასშტაბით დარჩა ორი რეგიონი – კახეთი და გურია, სადაც ვირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 336 შეადგინა. ინფიცირებული ადამიანებიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.
ცნობისთვის, 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.