ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 9 პაციენტის, მათ შორის სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი გადის მკურნალობას, მათ შორის კი 7 არასწრულწლოვანია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტებიდან საყურადღებო 9 მათგანის მდგომარეობაა, მათ შორისაა სასულიერო პირიც.

“სულ კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში 51 პაციენტი მკურნალობს. 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. 13 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში დღეს. ჯამში 9 პაციენტი არის საყურადღებო. რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა უცვლელია – სტაბილურად საყურადღებო,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ცნობისთვის, ინფიცირებული მამა გიორგი პაპავა მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. კორონავირუსი ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა, რომლებიც ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას. ამ დრომდე, მათი ინფიცირების წყარო უცნობია.

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო  რიცხვმა 336 შეადგინა. ინფიცირებული ადამიანებიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.

ცნობისთვის, 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.

იტვირთბა....