“მე ხშირად მითქვამს წარსულში, რომ ევროპას კორონავირუსის საპასუხოდ სჭირდება „ახალი მარშალის გეგმა“. ჩვენ გვჭირდება მასშტაბური საჯარო და კერძო ინვესტიციები, რათა გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა, აღვადგინოთ ის და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ამისათვის კი ევროკავშირის ახალი ძლიერი ბიუჯეტია საჭირო.”
ურსულა ფონ დერ ლაიენი- ევროკომისიის პრეზიდენტი
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.