ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი, ასეთი შედეგი არცერთ ქვეყანას აქვს”- გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო საერთაშორისო დონორებისგან კრიზისის დასაძლევად დიდ ფინანსურ დახმარებას იღებს, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

გახარიამ ამის შესახებ უწყებათაშორის საბჭოს სხდეომაზე განაცხადა.

ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი.

გახარიას თქმით, ასეთი შედეგი არცერთ ქვეყანას აქვს.

“ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ ერთობლივად, კოორდინირებულად გასწიეს დონორებთან და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF). ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი, რომელიც 450 მილიონამდეა, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება. დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობაც  და ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.

გახარიას განცხადებით, ეკონომიკური მდგომარეობა, რა სახითაც 2020 წლის დასაწყისში არსებობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ აღდგება და ამას დაახლოებით 1,5-2 წელი დასჭირდება

იტვირთბა....