ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეკონომიკური ცხოვრება, რაც ამ წლის დასაწყისში გვქონდა, 1,5-2 წელში უნდა აღვიდგინოთ”- გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველო ორ ფრონტზე იბრძვის – ადამიანების ჯანმრთელობა და ეკონომიკა და ორივე უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

გახარიამ ამის შესახებ უწყებათაშორის საბჭოს სხდეომაზე განაცხადა, რითიც ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკური მდგომარეობა, რა სახითაც 2020 წლის დასაწყისში არსებობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ აღდგება.

პრემიერი პროგნოზირებს, რომ ეკონომიკური ცხოვრება ძველ სახეს რომ დაუბრუნდეს, ამას დაახლოებით 1,5-2 წელი დასჭირდება.

“ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფიც, რომელიც შექმნილია როგორც უწყებათაშორისი საბჭოს გაგრძელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და არა რაღაც თეორიული საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამოცანა მარტივია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად, ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობაც  და ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.

იტვირთბა....