მთავარი ციტატა

ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა

“რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ისევე როგორც მისი ოჯახის მოზრდილი წევრების, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.”

მაკა სოლოღაშვილი – ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

სოლოღაშვილმა აღნიშნულით ჟურნალისტებთან ინფიცირებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განაცხადა. 

ცნობისთვის, ინფიცირებული მამა გიორგი პაპავა მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. კორონავირუსი ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა, რომლებიც ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას. ამ დრომდე, მათი ინფიცირების წყარო უცნობია.

ვირუსის გავრცელების პერევენციის მიზნით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია 20 დღით დაიკეტა.

მამა გიორგიმ მისი ინფიიცრების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ პირველი სიმპტომი, კერძოდ ცხელება 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე გამოუვლინდა.ხარების დღესასწაულზე მან წირვაც ჩაატარა, თუმცა აცხადებს, რომ მრევლთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია. 

იტვირთბა....