ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა

ვირუსის გავრცელების პერევენციის მიზნით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია 20 დღით დაიკეტა.

ეკლესიის დახურვის მიზეზი მისი მოძღვარის, გიორგი პაპავას კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

ხოლო, ის პირები, ვისაც ინფიცირებულ მოძღვართან შეხება ჰქონდა, საკარანტინო სივრცეში გადავიდნენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ინფექციით სასულიერო პირი გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ხოლო დღეს ის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

კორონავირუსი ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა, რომლებიც ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას. ამ დრომდე, მათი ინფიცირების წყარო უცნობია.

იტვირთბა....