ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელი, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუშაობენ, კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა პირველწყაროს დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი მოძიებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა 296 გაიზარდა. მათგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების 30 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების შემთხვევების ამ რაოდენობით ზრდა პირველად დაფიქსირდა.

იტვირთბა....