“ბატონო რომან, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ჩვენი მოთმინების მასწავლებელი, თუ ასეთი საგანი არსებობს – მოთმინება, თქვენ ხართ მოთმინების მასწავლებელი.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადებით თალაკვაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წევრს, რომან გოცირიძეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმართა. ფაქტს წინ უძღვოდა, ერთ-ერთი დეპუტატის მინიშნება, რომ გოცირიძეს საკმაოდ დიდხნიანი გამოსვლა ჰქონდა.
სხდომაზე გოცირიძეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემაც მიმართა.