ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საგანგებო სიტუაციის დროს კანონის აღსრულება შერჩევით ხდება”- ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მმართველი გუნდი ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.

როგორც ბოკუცავამ განაცხადა, ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაციის პერიოდი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ის შერჩევითი პრინციპით მოქმედებს.

“როდესაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგანგებო მდგომარეობას, მივეცით შანსი ხელისუფლებას, რომ გონივრულად გამოეყენებინა საგანგებო მდგომარეობა. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რეალურად ეს ვერ შეძლეს, რადგან კანონის აღსრულება ხდება შერჩევით. მაგალიათად, გუშინ, როდესაც ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, თბილისის ქუჩებში, სოციალური ქსელებითაც ვრცელდებოდა ეს კადრები და ალბათ ყველამ იხილა, და სრულიად უმოქმედო იყო პოლიცია მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი თუ მგზავრობს მსუბუქი მანქანით და მოთავსებულნი არიან წინა სავარძელზე, პატრულმა ისინი თუ გააჩერა, შეიძლება დაჯარიმდნენ 3000 ლარით,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.

იტვირთბა....