“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება ნამდვილად არსებობს.
როგორც ხობახიძემ “კურიერის” ეთერში განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ვირუსის გავრცელების პრევენციასთანაა დაკავშირებული.
“დღევანდელ სურათს თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ალბათ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევძლოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია.
თუმცა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება რამდენიმე დღეში, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა ინფორმაციის გათვალისწინებთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.