მთავარი ციტატა

“მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ნაწილი დაგვრჩა ყველაზე უფრო უყურადღებოდ”

“მთვარობამ დღემდე ვერ მოახერხა ერთიანი ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კორონავირუსთან ბრძოლის პრიორიტეტებიც და საზოგადოების ფუნქციონირების, ახალ გარემოებებთან ადაპტირების კონკრეტული მიდგომებიც. საქართველოს მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებული ნაწილი დაგვრჩა ყველაზე უფრო უყურადღებოდ და პრობლემურ ვითარებაში. ეს ის ხალხია, ვისაც არ გააჩნია დანაზოგი და ყოველდღიური შრომით პოულობდა ყოველდღიურ სარჩოს. ამ მიმართულებით, მთავრობამ ვერ შესთავაზა საზოგადოებას ვერც მოკლევადიანი და ვერც გრძელვადიანი გამოსავალი”.

დავით უსუფაშვილი – პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წევრი

უსუფაშვილმა აღნიშნული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა. 

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.

იტვირთბა....