კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ორი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში გამოვლინდა.
ინფიცირებული პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მათი დაინფიცირების წყარო ე.წ.თერჯოლის კლასტერია.
შეგახსენებთ, 10 აპრილს თერჯოლაში ვირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული შუახნის ქალია, რომელიც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით “ცხელების ცენტრში” შეიყვანეს. ანალიზის აღების შემდეგ კი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებული პროფილურ კლინიკაში, კერძოდ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიის ყველა კონტაქტი დადგენილია.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453.