ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სულით ექიმი ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პაციენტი” – ლევან რატიანი

“სულით ექიმი ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტი ვინ იქნება, ჩემი პრინციპია, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატინამა განაცხადა.

ამ კომენტარით ლევან რატიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – „ექიმმა დავით ნანობაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა განცხადება, რომ თუ ნიკა გვარამია დაინფიცირდება, მას ექიმები არ უმკურნალებენ, თუ შეიძლება, ექიმმა პაციენტი გამოარჩიოს“.

„მე სულით ვარ ექიმი, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩია. ერთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე“ , – განაცხადა ლევან რატიანმა საპასუხოდ.

დავით ნანობაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც.

იტვირთბა....