“მოკლედ, საქართველოში სახელმწიფო რომ არ მიცავს და, პირიქოთ, მუდმივად საფრთხეს მიქმნის, ხომ ვიცოდი. მაგრამ, შემთხვევით ავად რომ გავხდე, გაბრაზებული ექიმები რომ მაწამებენ, თურმე, და აგერ ერთი ავადმყოფი-ექიმი საერთოდ უარს იტყვის ჩემს მკურნალობაზე და განსაცდელში მიმატოვებს, ეგ მაინც უსიამოვნო სიახლეა”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს.
გვარამია ექიმ დავით ნანობაშვილის მიერ ტელეკომპანია “პოსტივის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ნანობაშვილის საუბრიდან ფრაგმენტს ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
“აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის უფლება ამ ქვეყანაში არ მაქვს. და მაინტერესებს, ჩემი ოჯახის წევრებსაც უპირებენ წამებას ოცდაათი ოყნით და მათაც უარს ეტყვიან მკურნალობაზე?
და ამ განცხადებას რომ არც ერთი ექიმი არ ეხმაურება და მკაცრად არ გმობს, კიდევ სხვა საკითხია – ექიმები სამოქალაქო პოზიციის გარეშე და ჰიპოკრატეს ფიცის მიღმა”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.