მთავარი ციტატა

“ექიმის სახეს კი არა, ადამიანის სახეს კარგავთ” – ნიკა მელია დავით ნანობაშვილს მიმართავს

“ექიმი/იმუნოლოგი (დათო ნანობაშვილი), უფრო სწორად პარტიული შურისძიებით ანთებული და გესლის მთხეველი კაცი, რომელსაც ექიმობაზე აქვს პრეტენზია ამბობს, რომ მას არანაირი ვალდებულება არ აქვს, უმკურნალოს ნიკა გვარამიას, თუ იგი დაავადდება კორონავირუსით. მეტიც, ამატებს რომ მისთვის ეს არავის უსწავლებია. თუ ამან მედიცინაც ასევე “ისწავლა”, ანუ არ ასწავლეს, მასთან არც მისვლას აქვს აზრი, მეტიც მის ხელში მოხვედრა ვირუსზე დიდი უბედურებაა.ექიმი მოსისხლე მტერსაც მკურნალობს ბრძოლის ველზე. ექიმის სახეს კი არა, ადამიანის სახეს კარგავთ.
თავს მიხედეთ, თავს”

ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

სოციალური ქსელი “ფეისბუქი”

დავით ნანობაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც.

იტვირთბა....