მთავარი ციტატა

“ბათუმიდან კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი ჩვენთან უკვე გადმოიყვანეს”

„ბათუმიდან დედა-შვილი უკვე გადმოიყვანეს ჩვენთან, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მდგომარეობა ისეთია, რომ დაავადების პროგრესირებას არ ველით, თუმცა ჩატარებული გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დაგვაზუსტებინებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით. ამ ორის გარდა, ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“

მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი

“პირველი არხი”

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაშიმუხაესტატეშილეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე დღეს განაცხადა.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. 

252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.

იტვირთბა....