9 აპრილს თემქაზე მდებარე „პრივატ კლინიკაში“ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 112-ში შესული შეტყობინების მიხედვით, კლინიკაში გადაყვანილ ბავშვს, რომელსაც თამაშის დროს თითი დაუზიანდა, სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
როგორც ცნობილი გახდა, საავადმყოფოში მყოფ მამა-შვილს კომენდანტის სააათმა მოუსწროთ, რის გამოც მამა მცირეწლოვანი ბავშვის შინ დაბრუნებას ვერ ახერხებდა.
ბავშვის მამის თქმით, ვიდრე ექიმებმა პატარა ლაზარეს დახმარება აღმოუჩინეს და თაბაშირი დაადეს, ამასობაში კომენდანტის საათიც დაიწყო, ამიტომ მამამ შინ დასაბრუნებლად 112-ს მიმართა.
„კლინიკიდან რომ გამოვდიოდით, უკვე კომენდანტის საათი დამდგარი იყო. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი და დავრეკე 112-ში.
ძალიან მალე პატრულიც მოვიდა და დახმარება შემოგვთავაზა. ლაზარეს თითი კი ტკიოდა, მაგრამ პატრულის მაქნანაში რომ ჩაჯდა და ნამდვილი პოლიციელები გაიცნო, ისეთი აჟიტირებული იყო, ემოციებს ვერც მალავდა. მოგვიანებით მადლობაც მივწერეთ პატრულის ეკიპაჟის წევრებს, ძალიან ყურადღებიანები იყვნენ და ჩვენც ძალიან მადლობელი ვართ“, – ამბობს ბავშვის მამა, გიორგი ყურაშვილი.
იხილეთ ვიდეო (“პრაიმ-ტაიმი”):