ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გარდაცვალების ანტირეკორდი – აშშ-ში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 2108 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა – გასული დღე-ღამეში COVID 19-ს 2108 ადამიანის ემსხვერპლა.

ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 18 761, გამოჯანმრთელებული კი – 27 314 პირი.

გასულ ღამემდე აშშ-ში გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა 8 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსს 1 973 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იტვირთბა....