ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან გამოიდარებს და შედარებით დათბება.

თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

იტვირთბა....