ფოთში, გორგასლის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი სახელმწიფო ავტომობილის ძარცვის ფაქტზე არის ბრალდებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობა.
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.