ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა.

ამის შესახებ “რუსთავი2” წერს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი აბულაძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული გზა მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა.

მისივე თქმით, გზაზე მოძრაობა დღის განმავლობაში სრულად აღდგება.

 

 

იტვირთბა....