მთავარი ციტატა

“შესაძლოა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო ზომების გამკაცრებაზე” – გიორგი გახარია

“ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით საგანგებო ზომების გამკაცრებაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, იმიტომ რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული-ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, სამეგრელოში არის ასევე რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში… ვნახოთ რა შედეგები გვექნება…“

გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი

საერთო ჯამში, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები  230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

იტვირთბა....