ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის ინფიცირების 84 ათასზე მეტი, ხოლო გარდაცვალების 7 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300. ეს ნიშნავს, რომ წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვმა კიდევ უფრო მეტად იმატა.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 431 ათას 951 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 81 ათას 082 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 302 ათას 209 – გამოჯანმრთელდა.

7 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა იყო გამოვლენილი, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 400 540-მდე გაიზარდა. ხოლო 12 857 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....