aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. აღნიშნულ  მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება.  ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.

იტვირთბა....