“მან თქვა, რომ მიდის პოლიტიკიდან. რაც გააკეთა წარსულში საქმიანობის ჩატარების თვალსაზრისით, ამისათვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. ის ჩვენი გუნდის ძალიან ღირსეული წევრია. მას ჰქონდა სურვილი, დაბრუნებოდა აკადემიურ საქმიანობას, ასეც მოიქცა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნული განცხადებით, მამუკა მდინარაძე ეხმაურება, ქუთაისის ყოფილი მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიღვარიამ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.