მთავარი ციტატა

“არ არსებობს ვირუსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია”

“მტერს ახლა არა სამხედრო, არამედ სამედიცინო არმია ებრძვის. პანდემიასთან ბრძოლაში დაახლოებით ნახევარი მილიონი მედიცინის მუშაკია ჩართული. არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია. ეს თურქეთის ეროვნული ბრძოლაა.”

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი – თურქეთის პრეზიდენტი. 

ერდოღანმა ეს განცხადება კორონავირუსით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

ცნობისთვის, თურქეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 34 159 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსის შედეგად კი 725 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 431 ათას 951 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 81 ათას 082 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 302 ათას 209 – გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

 

იტვირთბა....