ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს მიაღწია.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 400 540-მდე გაიზარდა, 12 857 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 21 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია. ესპანეტსი ინფიცირების 142 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო იტალიაში 136 ათასი.
მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300. ეს ნიშნავს, რომ წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვმა კიდევ უფრო მეტად იმატა.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 431 ათას 951 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 81 ათას 082 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 302 ათას 209 – გამოჯანმრთელდა.
7 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა იყო გამოვლენილი, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.