ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფიცირებული პაციენტებიდან ერთი მოზარდია, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი არასრულწლოვანია, რომელიც ამჟამად “თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია” მოთავსებული და დღეს პროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის ინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია, რომელიც კლინიკაში გუშინ მოათავსეს.

მარეხ ბექაიას განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

“დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ეს ერთი პაციენტი გადავა საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი პაციენტები გადანაწილდებიან პროფილების მიხედვით. ეს ერთი ადამიანი არის 14 წლის ბავშვი. მისი ოჯახის ერთ წევრს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი და ის უკვე გადაყვანილია საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.

ბექაიას ცნობით, მათთან კლინიკაში ამ დროისთვის 40 პაციენტი იმყოფება, ჩატარდა 25 კვლევა, აქედან ერთი არის დადებითი პასუხი კორონავირუსზე, 24 უარყოფითი.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.

ინფიცირებული მესამე პაციენტი 7 აპრილს დაიღუპა. გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შესვლის დღიდან მძიმე იყო.ინფიცირებული მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

რამდენიმე დღის წინ კიი, ვირუსით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

იტვირთბა....