ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური სააავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი ორი ინფიცირებული მათ ცენტრში მკურნალობს და ისინი 70 წელს გადაცილებული პაციენტები არიან.

ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეზუგბაიას ცნობით, ინფიცირების წყარო ცნობილია. ეს ორი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.

ინფიცირებული მესამე პაციენტი 7 აპრილს დაიღუპა. გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შესვლის დღიდან მძიმე იყო.ინფიცირებული მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

რამდენიმე დღის წინ კიი, ვირუსით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

იტვირთბა....