მთავარი ციტატა

“საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგ მდგომარეობაში ვართ” – გაეროს გენმდივნის მრჩეველი

“ძალიან მიხარია რომ სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი. მე ვფიქრობ რომ პირველ ეტაპზე სანამ არ გვაქვს დიდი აფეთქება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენი საკარანტინო საშუალებები… საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი კარგად არ არის, გადავხედოთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო პერსონალს, მათ აღჭურვილობას, პერსონალური დაცვით ბარიერებს, პირბადეებს და ა.შ. ამისი ნაკლებობა არის.”

გიორგი ფხაკაძე – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში

მან მაის შესახებ „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლკობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....