ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკვე შეიძლება, ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს”- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გამოვლენილი ახალი ინფიცირებული შემთხვევების წყარო ცნობილია, ისინი უკვე ცნობილ კლასტერებთან არიან კონტაქტში.

ამის სესახებ იმნაძემ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.შესაძლოა, ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს, რაც სწორედ კვლევის მიზანი იყო.

„რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მოგეხსენებათ, ბოლო 24 საათში 18 შემთხვევა იყო, მათი უმრავლესობა უკვე ცნობილ კლასტერებთან არის დაკავშირებული. სხვათაშორის, უკვე შეიძლება ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს, რაც სწორედ ჩვენი კვლევის მიზანი იყო. რაც შეეხება საყურადღებო შემთხვევებს, ამ ახალ შემთხვევებში ორი საყურადღებო შემთხვევა გვაქვს, რომლის გაღრმავებული კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“,-განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  386

იტვირთბა....