მთავარი ციტატა

“მაისის ბოლოდან მსოფლიო ნელ-ნელა კარების გაღებას დაიწყებს”

“ჩემი ოპტიმისტური განწყობა ემყარება იმას, რომ თუნდაც ნიუ-იორკში უკვე მიაღწია პიკს (კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ), იტალიაშიც მიაღწია პიკს, გაჩერდა და კლება დაიწყო. ახლა ჩემს შტატს – მისისიპის შტატს ვუყურებ, ასევე, ლუიზიანას, სადაც ნიუ ორლეანში, დაახლოებით, იგივე სიტუაციაა, რაც ნიუ-იორკში და იქაც ნელ-ნელა ბრტყელდება მრუდი, რომელიც დიდი სისწრაფით მიიწევდა მაღლა და მგონია, რომ აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში ეს უკვე კონტროლს დაექვემდებარება. ახალი შემთხვევები ბევრად უფრო ნაკლები იქნება და სადღაც, მაისის ბოლოდან, შესაძლებელი იქნება, მსოფლიომ ნელ-ნელა კარების გაღება და ურთიერთობების, მოგზაურობის აღდგენა დაიწყოს.”

ზურაბ გურული – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

bm.ge

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  386.

რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას,  დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 274 ათას 527 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 69 ათას 487 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 264 ათას 383 – გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....